ამერიკელი პროკურორები ბავშვების Instagram-ში მოზიდვასთან დაკავშირებით Meta-ს ქმედებებს იძიებენ

აშშ-ის რამდენიმე შტატის გენერალური პროკურორები იძიებენ კომპანია Meta-ს ქმედებებს ბავშვების სოციალურ ქსელ Instagram-ში მოზიდვის საკითხზე. ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელიც გავრცელდა ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის ლეტიცია ჯეიმსის ვებ-გვერდზე.

„ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორმა ლეტიცია ჯეიმსმა განაცხადა, რომ ის ქვეყნის სხვა გენერალურ პროკურორებთან ერთად გამოიძიებს Meta Platforms-ის საქმიანობას, ბავშვებისა და ახალგაზრდების სოციალურ ქსელ Instagram-ში მოზიდვასთან და ჩართვასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ცნობილია სოციალური ქსელების მავნებლობაზე ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია პროკურორის განცხადებაში.

პროკურორების ჯგუფი სწავლობს Meta-ს მხრიდან მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონების შესაძლო დარღვევას, ასევე ცდილობს გაარკვიოს, ხომ არ დააყენა კომპანიამ საზოგადოება რისკის ქვეშ. აღნიშნული გამოძიება მიმართულია მეთოდების გამოვლენაზე, რომელსაც კომპანია იყენებს ახალგაზრდების მომხრობისთვის სოციალურ ქსელ Instagram-ში.

„არ აქვს მნიშვნელობა კომპანიას ვუწოდებთ Facebook-ს თუ Meta-ს, ფაქტი რჩება ფაქტად: ეს სოციალური ქსელები უკიდურესად საშიშია. დამტკიცებულია, რომ ისინი იწვევენ როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ პრობლემებს ახალგაზრდებში. ისევ და ისევ მარკ ცუკერბერგი და მისი კომპანიები პრიორიტეტს ანიჭებენ შემოსავლებს და არა უსაფრთხოებას. ჩვენი გამოძიება მიმართულია მასზედ, რომ ბოლო მოვუღოთ ამგვარ ქმედებას“, - წერია პროკურორის განცხადებაში.

ცნობისთვის, 2020 წლის მონაცემებით, Instagram ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია მსოფლიოში.

კოკა კვირკველია