ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO) 2021 წლის ინოვაციების ინდექსს ავრცელებს, რომელის მიხედვითაც კვლევა 130 ქვეყანაში ჩატარდა.
WIPO-მ ინდექსის შედგენისას სხვადასხვა კრიტერიუმი გამოიყენა. მათ შორისა ტექნოლოგიები, ადამიანური კაპიტალი, ინსტიტუტები, ინფრასტრუქტურა, კრეატიულობა და სხვა. მათ ქვეყნები 0-დან 100 ქულამდე შეაფასეს.
რეიტინგში პირველი ადგილი 65.5 ქულით შვეიცარიამ დაიკავა. აღსანიშნავია, რომ უკვე 11 წელია, რაც შვეიცარია მსოფლიოს ყველაზე ინოვაციურ ქვეყანად სახელდება.
მეორე ადგილს შვედეთი 63.1 ქულით იკავებს. მას აშშ და გაერთიანებული სამეფო მოჰყვებიან. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში ძირითადად დასავლური ქვეყნები ლიდერობენ.
მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური ქვეყნების რეიტინგი ასე გამოიყურება:
1. შვეიცარია - 65.5 ქულა
2. შვედეთი - 63.1 ქულა
3. აშშ - 61.3 ქულა
4. გაერთიანებული სამეფო - 59.8 ქულა
5. სამხრეთ კორეა - 59.3 ქულა
6. ნიდერლანდები - 58.6 ქულა
7. ფინეთი - 58.4 ქულა
8. სინგაპური - 57.8 ქულა.
130 ქვეყანას შორის საქართველო 32.4 ქულით 63-ე ადგილს იკავებს. ქვეყანას ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ინფრასტრუქტურაში აქვს, ყველაზე დაბალი კი ინსტიტუტებში.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, რეიტინგში სომხეთი 69-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი მე-80-ზე, თურქეთი 41-ე, რუსეთი კი- 45-ზე.