ჩინეთი ეკონომიკური კრიზისის ზღვარზეა

2014 წელს, ჩინეთის ეკონომიკის ზრდამ, უკანასკნელი 24 წლის მინიმალურ მაჩვენებელს მიაღწია.

2014 წლის მონაცემების მიხედვით, ჩინეთში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ 7,4% შეადგინა და 63,646 იუანი ანუ, 10,4 ტრილიონი დოლარი შეადგინა, რაც 1998 წლის ეკონომიკური ზრდის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამასთან ერთად, ქვეყნის მთავრობა, ხალხს ოპტიმიზმის შენარჩუნებისა და ეკონიმიკაში აქტიური ინვესტირებისკენ მოუწოდებს. "ეკონომიკა ახალი ნორმის პირობებში, ინარჩუნებს მდგრად ზრდას", -ირწმუნება ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი მა ცზიანტანი. სამრეწველო პროდუქტის ზრდის ტემპი 8,3%-ით შემცირდა, ინვესტიციების ზრდამ 15,7% შეადგინა. გაყიდვების საერთო მოცულობა კი, 12%-იანი ზრდის პირობებში, 26,24 ტრილიონ იუანს გაუტოლდა.