რა შემოსავალი ჰქონდა პანდემიურ 2020 წელს „გლოვოს“ საქართველოში

„გლოვოს“ შემოსავლები პანდემიურ 2020 წელს 2019 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. აღნიშნული კომპანიის მიერ 2020 წლის ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა.

ფინანსური მაჩვენებლებით „გლოვო ჯორჯია“ საწარმოთა მეოთხე კატეგორიაში ხვდება. ეს კი ნიშნავს, რომ მისი აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს; შემოსავალი 20 მილიონს; ხოლო დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 50-ს არ აღემატება.

ანგარიშგების თანახმად, 2020 წლის ბოლოს „გლოვო ჯორჯია“ 5 901 524 ლარის აქტივებს ფლობდა; ამასთან, კომპანიის შემოსავალი გასულ წელს 20 641 441 ლარი იყო, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი 2019 წელს 7 272 267 ლარს შეადგენდა. რაც შეეხება მოგებას, როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, კომპანიამ 2020 წელი 8 207 726 ლარის ზარალით დაასრულა.

როგორც ანგარიშგებაშია აღიშნული, კომპანია 2018 წელს დაარსდა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი, ესპანური კომპანია „გლოვოაფფ23” ეს.ელ-ია.

თაია არდოტელი