რა ღირს საწვავი საქართველოში, მეზობელ ქვეყნებში, უკრაინასა და მოლდოვაში - ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი

საზოგადოებრივი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი საქართველოს მეზობელ და ახლომდებარე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არსებულ საწვავის ფასებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

შედარებისთვის კი მოყვანილი აქვს საწვავის საშუალო საცალო ფასი რიგ ქვეყნებში, უშუალოდ, ავტოგასამართ სადგურებზე:

აზერბაიჯანში - A-92 მარკის ბენზინი შეადგენს - 0,51 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,82 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 0,97 ევროს; დიზელის საწვავი - 0,41ევროს;

რუსეთში - A-92 მარკის ბენზინი შეადგენს - 0,57 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,61 ევრო , A-98 მარკის ბენზინი - 0,71 ევრო, დიზელის საწვავი - 0,63 ევროს.

საქართველოში - A-92 მარკის ბენზინი - 0,84 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,88 ევრო , A-98 მარკის ბენზინი - 0,91 ევრო, დიზელის საწვავი - 0,84 ევროს.

სომხეთში - 1 ლიტრი A-92 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს - 0,92 ევროს, A-95 მარკის ბენზინი 0,97 ევროს, A-98 მარკის ბენზინი -1,04 ევროს , დიზელის საწვავი - 0,91 ევროს;

მოლდოვა - A-92 მარკის ბენზინი - 1,04 ევროს, A-95 მარკი ბენზინის ფასი - 1,06 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,12 ევროს, დიზელის საწვავი - 0,92 ევროს.

უკრაინაში - A-92 მარკის ბენზინი - 1,02 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი - 1,06 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1. 13 ევროს, დიზელის საწვავი - 1,02 ევროს;

აღნიშნული ქვეყნებიდან მხოლოდ აზერბაიჯანსა და რუსეთის ფედერაციაში არის ჩვენთან შედარებით დაბალი ფასი საწვავზე და ეს ლოგიკურიცაა, რადგან აღნიშნული ქვეყნები წარმოადგენს მსოფლიოში მნიშვნელოვან ნავთობმომპოვებელ და ნავთობგადამამუშავებელ ქვეყნებს. შესაბამისად, ამ ქვეყნებში ფასები ყოველთვის დაბალია ჩვენთან შედარებით. მაგრამ როდესაც ამ ქვეყნებიდან ხდება ნავთობპროდუქტების ექსპორტი, მათ შორის ჩვენი ქვეყნის მიმართულებით, აღნიშნული პროდუქტი იყიდება საერთაშორისო ფასის მიხედვით S&P Global Platts-ის თანახმად.

თუმცა უნდა დავაზუსტოდ, რომ აზერბაიჯანში სუპერი ტიპის საწვავის ფასი (0,97 ევრო/ლიტრაზე) საქართველოს ფასებთან (0,91 ევრო/ლიტრაზე) შედარებით ძვირია, ვინაიდან აზერბაიჯანი არ აწარმოებს აღნიშნული კატეგორიის პროდუქტს და ის ევროპის ქვეყნებიდანაა იმპორტირებული.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მსგავსად დიდწილად დამოკიდებულნი არიან საწვავის იმპორტზე, მათთან შედარებით ჩვენთან ყველა სახის საწვავი გაცილებით იაფია. მათ შორის ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში რეალიზებული პროდუქტის საშუალო ფასი სომხეთთან მიმართებაში 1 ლიტრზე საშუალოდ 0,07 ევროთი ანუ 7,7%-ით იაფია. აქვე ისიც უნდა დავაზუსტოთ, რომ სასომხეთში აქციზის გადასახადი გაცილებით დაბალია, ვიდრე საქართველოში. კერძოდ, ბენზინის შემთხვევაში, სომხეთში აქციზის გადასახადი შეადგენს 40 ათას დრამს (დაახლოებით 208 ლარი) 1 ტონაზე, ხოლო საქართველოში - 500 ლარს/ტონაზე. დიზელის საწვავის შემთხვევაში, სომხეთში აქციზის გადასახადი შეადგენს 13 ათას დრამს (დაახლოებით 68 ლარი) 1 ტონაზე, ხოლო საქართველოში - 400 ლარს/ტონაზე.“, - აღნიშნულია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.