Ryanair-ი ლონდონის საფონდო ბირჟას ტოვებს

ირლანდიურმა ავიაკომპანიამ Ryanair Holdings Plc, რომელიც გახლავთ ევროპის ყველაზე მსხვილი ლოუქოსტერი, გამოაცხადა, რომ 20 დეკემბრიდან ტოვებს ლონდონის საფონდო ბირჟას (LSE).

ავიაგადამყვანმა აღნიშნული მოთხოვნით უკვე მიმართა ბრიტანეთის აღნიშნული სფეროს მარეგულირებელ ორგანოს Financial Conduct Authority, FCA-ს, მოხდეს მისი დელისტინგი LSE-დან. ბოლო დღე როცა LSE-ზე მოხდება Ryanair-ის აქციებით ვაჭრობა, ეს იქნება 17 დეკემბერი.

კომპანიას ლისტინგს შეინარჩუნებს ბირჟაზე Euronext Dublin.

Ryanair-მა ჯერკიდევ 1-ელ ნოემბერს გამოაცხადა, რომ განიხილავდა ლონდონის ბირჟის დატოვებას.

"LSE-დან დელისტინგი თავსებადია იმ საერთო ტრენდთან, რომელიც არის ევროპის საფონდო ბირჟებზე აქციებით ვაჭრობის ნაწილში Brexit-ის შემდეგ და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Ryanair-ისთვის, რომელსაც აეკრძალა აქციების მიყიდვა არაევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის და ამ სიაში მოხვდა დიდი ბრიტანეთიც, რომელმაც დატოვა ევროკავშირი“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული ინფორმაციის ფონზე, Ryanair-ის აქციები ბირჟაზე გაუფასურებას განაგრძობს.

კოკა კვირკველია