21 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოდან 9 344 ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა

მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან 21 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოდან 9 344 ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 4.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ხურმისა და კარალიოკის მოცულობა 1878 ტონით (25%), ხოლო ღირებულება - 686 ათასი აშშ დოლარით (17%) გაიზარდა.

აღნიშნულ პერიოდში, ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი, ძირითადად, განხორციელდა სომხეთში (3,566 ტონა), რუსეთში (3,358 ტონა), უკრაინაში (2,202 ტონა), თურქეთში (108 ტონა), ყაზახეთში (62 ტონა), მოლდოვაში (39 ტონა).