როგორ გამოიყურება ხის სახლი, რომელიც 500 წელს უძლებს

ბოლო დროს მომრავებული ტყის ხანძრების შემხედვარე კალიფორნიელმა დიზინერებმა შეიმუშავეს ახალი განსაკუთრებული სახლის პროექტი, რომელიც თავისუფლად გაუძლებს ცეცხლს, ქარს, წვიმასა თუ ტონობით თოვლს. ერთი შეხედვით ასეთი სახლის აშენება შეუძლებელია, თუმცა სპეციალისტების მიერ შემუშავებულმა გეოდეზიურმა ნახევარსფერომ ეს მითი დაამსხვრია. პროექტის ავტორები ასევე დარწმუნებულები არიან, რომ მათ მიერ აგებული ქოხი 500 წელს თავისუფლად გაუძლებს. ისინი ამის ოფიციალურ გარანტიას იძლევიან.

ეგვიპტური წარმოშობის ამერიკელმა ძმებმა, შერიფ და კარიმ ბიშაებმა გადაწყვიტეს, ჩაეტარებინათ ექსპერიმენტი, შეემუშავებინათ მასალა, რომელიც მდგრადი იქნებოდა მრავალი გარე ფაქტორის მიმართ. მაგალითად, წყალდიდობის, ხანძრის, მიწისძვრის, ზვავის და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ეს წარმოუდგენლად ჟღერს და თითქოს ფანტასტიკის სფეროს მიეკუთვნება, ძმებმა ჩანაფიქრი რეალობად აქციეს.

მათი პროექტი გეოდეზიურ გუმბათს წარმოადგენს. გარეგნულად სახლი ნაძვის გირჩს წააგავს, ცოტათი - კუს ჯავშანს და თქვენ წარმოიდგინეთ, კაქტუსსაც კი. გარდა მდგრადობისა და გამძლეობისა, პროექტის ავტორებმა გადაწყვიტეს შეექმნათ ეკოლოგიურად სუფთა სახლი, რათა ყოფილიყო უსაფრთხო როგორც მცხოვრებლებისთვის, ისე ეკოსისტემისთვის. ამიტომ მასალად გამოყენებული იყო კაუჩუკი, თიხა, ხე, ბამბუკი. ამ მასალების 90%-ის გამოყენება ხელახლაა შესაძლებელი იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული მიზეზების გამო სახლის დაშლა და ხელახლა აშენება გახდება საჭირო.თბო და ხმის იზოლაციისთვის გამოიყენეს ცხვრის ბეწვი. გარდა იზოლაციისა, შალი ფილტრავს ჰაერს. ასევე გამოყენებულია შუშა.

ჯერჯერობით სახლები მხოლოდ კალიფორნიაში იყიდება და თანაც, ადგილობრივ მცხოვრებლებზე და ვისაც მსგავსი სახლის შეძენა უნდა, ჯერ უნდა გააკეთოს პირველადი შენატანი 1000 დოლარი, მას შემდეგ, რაც სახლი აშენდება, კიდევ 64 ათასი დოლარი და კიდევ 10 ათასი სასურველ ადგილზე მიტანასა და დამონტაჟებაში. ასე რომ, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.

saxli1df-1637592037.jpg

saxli2-1-1637592051.jpg

saxli4-1637592065.jpg

saxli5-1637592085.jpg

saxli6-1-1637592103.jpg

saxli9-1637592121.jpg

saxli12-1637592136.jpg

saxli13-1-1637592150.jpg

saxli14-1-1637592164.jpg

saxli111-1637592175.jpg

განაგრძეთ წაკითხვა