Samsung-ი ტექსასში 17 მილიარდ დოლარად მიკროსქემების ქარხანას ააშენებს

სამხრეთ-კორეული კომპანია Samsung Electronics აპირებს ააშენოს მიკროსქემების მწარმოებელი ქარხანა ქალაქ ტეილორში, რომელიც აშშ-ის ტექსასის შტატში მდებარეობს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 17 მილიარდი დოლარია - წერს The Wall Street Journal-ი.

ინიციატივის ფარგლებში Samsung შექმნის დამატებით 1,8 ათას ახალ სამუშაო ადგილს, თუმცა მიკროსქემების წარმოება დაიწყება მხოლოდ 2024 წლიდან. ამის შესახებ კომპანიის მიერ ტექსასის ხელისუფლებისთვის წარდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა.

შეგახსენებთ, Samsung-მა მანამდე გამოაცხადა, რომ აპირებდა 205 მლრდ დოლარის ინვესტიციების ჩადებას მომდევნო 3 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით, თან ისე, რომ თავად მიკროსქემების წარმოება გამოყოს ცალკე მიმართულებად.

როგორც ცნობილია, მიკროსქემების გლობალურმა დეფიციტმა მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა როგორც ელექტრონიკის, ასევე ავტომობილების წარმოებას.

კოკა კვირკველია