ზუგდიდში დევნილი ოჯახებისთვის ბინების განაწილების კენჭისყრა გაიმართა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში იძულებით გადაადგილებულ 600 ოჯახს განასახლებს. ამის შესახებ დევნილთა სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. კენჭისყრის პროცედურის შედეგად, გამოვლინდა კონკრეტულად რომელ ბინას მიიღებენ დევნილი ოჯახები. ოთახების რაოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება.

როგორც დევნილთა სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამი, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები უახლოეს დღეებში გადაეცემათ.