მსოფლიოში, გასულ კვირას ინფიცირების თითქმის 3,6 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 51 000-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშშია აღნიშნული.
ჯანმო-ს მონაცემებით, ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 67% სწორედ ევროპაში დაფიქსირდა, რაც გასული კვირის მონაცემებს 11 %-ით აღემატება.
COVID-19-ის შემთხვევების შემცირება დაფიქსირდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვასა და აფრიკაში.
გასული კვირის მონაცემებით, სიკვდილიანობა გაიზარდა წყნარი ოკეანეს დასავლეთ ნაწილში 29%-ით , ამერიკაში-19%-ით , ხოლო ევროპაში 3%-ით.
მთლიანობაში, 15-დან 21 ნოემბრის ჩათვლით მსოფლიოში სულ 3 597 398 კორონავირუსის შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 53,373 ადამიანი.
ჯანმო-ს განცხადებით, გასული 60 დღის განმავლობაში, მთელ მსოფლიოში „დელტას“ ვარიანტი რჩებოდა დომინანტურ შტამად, რომელიც კორონავირუსის დადასტურებული შედეგების 99.8%-ის შემთხვევაში გამოვლინდა.
დაინფიცირების შემთხვევებიდან ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში დაფიქსირდა, შემდეგ მოდის გერმანია, მესამე ადგილზეა გაერთიანებული სამეფო. მათ მოჰყვებიან რუსეთი და თურქეთი.