Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1120 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1120 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1105 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 22 ნოემბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1134 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.5135 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.