თბილისის შემოგარენში სამშენებლო ნარჩენებისთვის ტერიტორია გამოიყოფა

თბილისის შემოგარენში სამშენებლო ნარჩენებისთვის სპეციალური ტერიტორია გამოიყოფა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მისასალმებელია ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილება ქალაქში ნარჩენების გადაყრასთან დაკავშირებით ჯარიმების გაზრდის თაობაზე. ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქის მთავრობამ მხარი უნდა აუბას ცენტრალური ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას. "როგორც კი ცენტრალურ უბნებს გავცდებით, არის სამშენებელო ნარჩენები. დღეს ჩვენ გამოვყოფთ შესაბამის ტერიტორიას თბილისის შემოგარენში, რომელიც მოეწყობა სამშენებლო ნარჩენებისთვის", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მერის თქმით, პირს რომელსაც სამშენებლო ნარჩენები ექნება, უნდა მიმართოს მყარი ნარჩენების კომპანიას, შპს "თბილსერვისს", რათა "თბილსერვისსმა" მიუთითოს მათ გამოყოფილი ადგილის შესახებ, სადაც უნდა განთავსდეს ნარჩენები.