უძრავი ქონების გაყიდვები პანდემიამდელ მაჩვენებელს 4%-ით ჩამორჩება - „ქოლიერსი“

თბილისში, 2021 წლის ოქტომბერში 3 141 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 4%-ით ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაცია „ქოლიერსის“ კვლევაშია აღნიშნული. რაც შეეხება ბაზრის ზომას, 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 150 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.

„ქოლიერსის“ ცნობით, 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით ტრანზაქციების რაოდენობა 1%-ით არის შემცირებული, ბაზრის ზომა კი 7%-ით არის გაზრდილი.

ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2021 წლის ოქტომბერში, თბილისში ახალაშენებულ პროექტებში 2 113 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 1%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა 12%-ით შემცირდა.

„2021 წლის ოქტომბერში ახალაშენებული ბინების ბაზრის ზომა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ძველი ბინების ბაზრის ზომას, მაჩვენებელი 5%-ით, 45 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

ახალაშენებული ბინების ეკონომ სეგმენტი 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 16%-ით შემცირდა. მედიუმ სეგმენტში ტრანზაქციების რაოდენობა 8%-ით გაიზარდა 2019 წლის ოქტომბერთან შედარებით. პრემიუმ სეგმენტს რაც შეეხება, 2019 წელთან შედარებით მაჩვენებელმა 27%-იანი კლება განიცადა,“- აღნიშნულია „ქოლიერსის“ ანგარიშში.

თაია არდოტელი