სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ჯინის კოეფიციენტის განახლებული მონაცემები წარმოადგინა. დოკუმენტის მიხედვით, 2020 წელს ჯინის კოეფიციენტმა საქართველოში 0.36 შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში შემოსავლებს შორის განსხვავება ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. უნდა აღინიშნოს, რომ აქამდე ჯინის კოეფიციენტის ყველაზე მცირე მოცემულობა 2019 და 2020 წლებში დაფიქსირდა და მაშინ 0.37 შეადგენდა.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ჯინის კოეფიციენტი ქვეყანაში შემოსავლებს შორის განსხვავებას ასახავს, რომელიც 0-დან 1-ის ინტერვალში მოძრაობს. მაგალითად, თუ ჯინის კოეფიციენტი 0-ის ტოლია, ეს იმას ნიშნავს, რომ შემოსავლებს შორის განსხვავება საერთოდ არ არსებობს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ 1-ის ტოლია, მაშინ მოსახლეობის შემოსავლებს შორის განსხვავება საკმაოდ მაღალია.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში არსებული ჯინის კოეფიციენტი შეგვიძლია ვთქვა, რომ მაინც დაბალ ნიშნულზეა. აქვე ყურადსაღებია, რომ მსოფლიოში ჯინის კოეფიციენტის ერთ-ერთი ყველაზე მცირე მოცემულობა აზერბაიჯანში ფიქსირდება და ის 0.22-ს შეადგენს.