1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1153 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1153 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.1153 ლარი გახდა, კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1134 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4935 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5135 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0200 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.