Bloomberg-ზე ერთი დოლარი  3.1100  ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1100 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1130 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1153 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4935 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.