დიდი ბრიტანეთი მწვანე ენერგეტიკაში 26 მლნ დოლარის ინვესტირებას გეგმავს

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ქვეყნის მწვანე ენერგეტიკის განვითარებაში 26,8 მლნ დოლარის ინვესტირებას აპირებს. ეს არის ქვეყნის გაცხადებული სტრატეგიის ნაწილი, რომლის თანახმად ქვეყნის მიერ წარმოებული ელექტროენერგია სრულად უნდა მოვიდეს განახლებადი წყაროებიდან უკვე 2035 წლიდან. ამის შესახებ Reuters წერს.

ხელისუფლების თქმით, ეს ნაბიჯი ბიძგს მისცემს ზღვის ტექნოლოგიების განვითარებას, რომელიც ზღვის მოქცევის ენერგიად გადაქცევას ითვალისწინებს. მას შეუძლია ქვეყნის ენერგომოხმარების 20%-ის გენერირება.

სააგენტოს ცნობით, დიდი ბრიტანეთი, რომელიც ამ თვეში მასპინძლობდა გლაზგოს კლიმატის სამიტს COP26, პირობას დებს, რომ 78%-ით შეამცირებს ნახშირორჯანგის გაფრქვევას ატმოსფეროში და 2035 წლიდან გადავა მხოლოდ განახლებად ენერგიის წყაროზე. „ეს არის ყველაზე ამბიციური მიზანი მსოფლიოში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას, გახდეს ნულოვანი ემისიების მწარმოებელი ქვეყანა 2050 წლისთვის“, - აღნიშნავს სააგენტო.

კოკა კვირკველია