ილონ მასკმა Tesla-ს 1,05 მლრდ-ის აქცია ისევ გაყიდა

კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელი ილონ მასკი განაგრძობს საუთარ კომპანიაში წილის შემცირებას, მან ამჯერად 1,05 მლრდ დოლარის ღირებულების აქცია გაყიდა.

ამერიკის ფასიანი ქაღლდების კომისიის SEC-ის მონაცემებით, მასკმა 934 ათასი აქცია გაყიდა.

8 ნოემბერს ილონ მასკმა საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე გამოკითხვა ჩაატარა, გაეყიდა თუ არა აქციების 10%, რომელსაც ფლობს Tesla-ში, რაზეც უმრავლესობამ ურჩია, რომ გაეყიდა, შედეგად კი მასკმა ამ დროიდან მოყოლებული უკვე გაყიდა 9,2 მლნ აქცია, რომელთა ჯამური ღირებულება 9,85 მლრდ დოლარია. აქციების გაყიდვის მომხრე იყო გამოკითხვაში მონაწილეთა 58% და სულ მასში 3,5 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

გამოკითხვამდე მასკის კუთვნილებაში იყო აქციების 17% და მისი ღირებულება შეფასებული იყო 200 მლრდ დოლარად, ხოლო მისი 10%-იანი პაკეტი 21 მლრდ დოლარად. შედეგად კი იმისათვის, რომ 10%-იანი პაკეტი გაყიდოს, მასკს სჭირდება კიდევ დამატებით 7,9 მლნ აქციის გაყიდვა.

8 ნოემბრიდან მოყოლებული Tesla-ს აქციები 9%-ით არის გაუფასურებული. სამშაბათს მისი ფასი მთელი 4,1%-ით შემცირდა.

კოკა კვირკველია