აშშ-ში მომავალი წლიდან მხოლოდ ვაქცინირებული პირები შევლენ

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია საზღვარგარეთიდან აშშ-ში ჩასულ ყველა უცხოელს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას მოთხოვს. ახალი წესი ძალაში მომავალი წლიდან შევა. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Hill ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.

„22 იანვრიდან ბაიდენის ადმინისტრაცია მოითხოვს, რომ ყველა უცხოელი, რომელიც შეერთებულ შტატებში შემოვა, სრულად ვაქცინირებული იყოს,“ - ნათქვამია განცხადებაში.

შეზღუდვები უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გამონაკლისის გარეშე გავრცელდება. რაც შეეხება აშშ-ის მოქალაქეებსა და „მწვანე ბარათის“ მფლობელ პირებს, ქვეყანაში მათი შესვლა ადრე დადგენილი წესებით განხორციელდება.

გამოცემა იტყობინება, რომ ქვეყანაში შემსვლელი ვაქცინირებული პირების მიმართ შეერთებული შტატები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებულ ყველა ვაქცინას, ასევე, იმ ვაქცინებს აღიარებს, რომლებიც შეერთებულ შტატებში არ არის გამოცდილი. მათ შორის რუსული და ჩინურ ვაქცინებიც იქნება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ