პრეზიდენტის გატაცება - 7 საათი ჯო ბაიდენის უნიკალური კოლექციიდან, რომელთა ფასებიც ყველასთვის ხელმისაწვდომია

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ელეგანტური გემოვნებით ყოველთვის გამოირჩეოდა. ერთ დროს დელავერის სენატორი, შემდეგ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და ახლა შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტი საათების უნიკალურ კოლექციას ფლობს.

ბაიდენი კლასიკური საათების მოყვარულია, ის ავლენს თავის სიყვარულს ტრადიციული და ვინტაჟური საათების მიმართ, თუმცა ბოლო პერიოდში მის კოლექციას ჭკვიანი საათებიც შეემატა.

წარმოგიდგენთ ჯო ბაიდენის ყველაზე მოკრძალებული ფასის მქონე საათებს, რომელთა შეძენაც საშუალო ფენის წარმომადგენლებს შეუძლიათ.

aswyewywy-1637848768.jpg

Apple Watch – 200 დოლარი

როგორც მონტრედო აღნიშნავს, ჯო ბაიდენი ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელიც ოვალურ კაბინეტში Apple Watch-ს ატარებს. რა თქმა უნდა, ჭკვიანი საათები არც ისე დიდი ხანია არსებობს, მათ ჯერ კიდევ აქვთ თანამედროვეობის სიმბოლური ღირებულება და ახალ ეპოქას წარმოადგენენ. ბაიდენი Apple Watch-ით მისი ბოლო საპრეზიდენტო დებატების დროს ყოფილი პრეზიდენტის და რესპუბლიკელების კანდიდატის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დააფიქსირეს. იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტს უყვარს ფორმაში ყოფნა, 200 დოლარიანი Apple Watch იყო მისი პირველი არჩევანი.

atwwyqyqy-1637848790.jpg

Seiko 7T32 6M90 – 300 დოლარი

ბაიდენის ერთ-ერთი ფავორიტი არის 300 დოლარად შეფასებული Seiko 7T32 6M90. მოდელი 1990-იან და 2000-იანი წლების დასაწყისში იყო ხელმისაწვდომი, რაც მას იშვიათ აღმოჩენად აქცევს. როგორც ჩანს, ბაიდენი მას ყოველდღიურად იყენებს შეხვედრებისა და მიტინგების დროს. ქრონოგრაფი, რომელსაც ის ატარებს, მოდის ორფერიანი სამაჯურით და ვერცხლისა და ოქროს ყუთით.

tu85r49494-1637848813.jpg

Tissot T-Touch - 1000 დოლარი

ბაიდენი პირველად Tissot T-Touch-ით 2010 წელს ნახეს, როდესაც ის ობამას ადმინისტრაციის ვიცე-პრეზიდენტად მუშაობდა. სპორტული საათი დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან შავი რეზინის თასმით. Chrono 24-ის მიხედვით, Tissot-მა 1000-დოლარიანი საათი სათავგადასავლო კატეგორიაში დაამზადა. T-Touch აღჭურვილია კომპასით, ბარომეტრით, თერმომეტრით და სიგნალიზაციით.

rfyhe3u453u43u3u3-1637848837.png

Vulcain Cricket Alarm – 2000 დოლარი

Vulcain Cricket Alarm არის იშვიათი საათი ჯო ბაიდენის კოლექციაში. შვეიცარიული ბრენდი Vulcain, რომლის ფასი 2000 დოლარი იყო, პირველი კომპანიაა, რომელმაც 1940-იან წლებში გამოუშვა მაჯის საათი ჩაშენებული საგანგაშო სიგნალით. აშშ-ის პრეზიდენტებში საათი თანდათან პოპულარული გახდა.

პირველი პირი, ვინც აღნიშნული საათი 1953 წელს გაიკეთა, იყო ჰარი ტრუმენი. მას მოჰყვნენ ყოფილი პრეზიდენტები, რიჩარდ ნიქსონი და ბ. ჯონსონი.

eyhu7437387383838-1637848857.jpg

Omega Seamaster 300m Diver – 4500 დოლარი

Omega Seamaster 300m Diver პრეზიდენტის მაჯაზე ხშირად შეგიძლიათ იხილოთ. ბაიდენს ეკუთვნოდა ძველი თაობის საათები ლურჯი ციფერბლატით და ჩარჩოებით, რომელსაც ჯეიმს ბონდ სემასტერის ეძახდნენ. ბაიდენის კოლექციაში ასევე შედის 4500 დოლარიანი Seamaster, რომელიც მას 2020 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ეკეთა.

t6i965o95o5-1637848878.jpg

Omega Speedmaster Moonwatch – 6300 დოლარი

სანამ აშშ-ის პრეზიდენტის მაჯას დაამშვენებდა, Moonwatch-მა გრძელი გზა გაიარა. როგორც GQ აღნიშნავს, საათის ოქროს ვერსია პირველად პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონს 1969 წელს წარუდგინეს. იმის გამო, რომ აშშ-ს პრეზიდენტებს არ აქვთ უფლება 345 დოლარზე მეტი ღირებულების საჩუქრები მიეღოთ, ნიქსონმა მდიდრულ საჩუქარზე უარი თქვა.

აღნიშნული მოდელი ბაიდენს 2017 წლიდან აქვს.

tyo7p5p75p5-1637848897.jpg

Rolex Datejust 41mm - 13,500 დოლარი

როდესაც ჯო ბაიდენმა ინაუგურაციაზე ბიბლიას ხელი დაადო, ყველამ შენიშნა, რომ მას ხელზე Rolex Datejust ეკეთა. იმავე საათს ატარებდა ოფისში ყოფნის პირველ დღეს, როცა 17 განკარგულებას მოაწერა ხელი. ბაიდენის Oyster Steel-ს აქვს საიუბილეო სამაჯური და საპრეზიდენტო ლურჯი ციფერბლატი, რომლის ფასი 13,500 დოლარია. აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენი ფლობს საათებს ყველა შესაძლო კატეგორიიდან.

(წყარო - Therichest.com)

თეონა რამაზაშვილი