კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 1 თვეში 690.98 მლნ ლარით გაიზარდა

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2021 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით 690.98 მლნ ლარით (1.69%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.08%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 41.70 მლრდ ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათი ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 368.03 მლნ ლარით (1.86%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 322.95 მლნ ლარით (1.52%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.34%-ით).

„რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის ოქტომბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.55 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.12%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.48 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.28%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.11%-ით მეტი).

2021 წლის ოქტომბრის განმავლობაში 1.82%-ით, ანუ 372.36 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 20.79 მლრდ ლარი შეადგინა.

2021 წლის ოქტომბრის განმავლობაში 1.82%-ით, ანუ 372.36 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 20.79 მლრდ ლარი შეადგინა,“-აღნიშნულია სებ-ის ინფორმაციაში.