აუქციონზე 40 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 350-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ექვსმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ შეადგინა 69 796 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი- 5.740 პროცენტით, მაქსიმალური- 5.900 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 5.797 პროცენტით განისაზღვრა.