რა ეღირება Tiffany-ის ყველაზე ძვირად ღირებული სამკაული, რომელიც გაყიდვაში ცოტა ხნის წინ ჩაეშვა

ამერიკულმა ძვირად ღირებულმა სამკაულების კომპანია Tiffany & Co მ, თავისი უახლესი ყელსაბამი წარადგინა.

The World's Fair Necklace- ის ფარგლებში, დუბაიში კვირას Tiffany & Co -ის მიერ წარდგენილი იყო 180-კარატიანი პლატინაში ჩასმული ბრილიანტის პრაქტიკულად, უფერო ყელსაბამი, რომელიც მოიჭრა და გაპრიალდა ისრაელში, ხოლო განთავსდა ტიფანის სახელოსნოში, ნიუ-იორკში.

Tiffany & Co -ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნაჭერი, რომლითაც ყელსაბამი დამზადდა, ყველაზე ძვირად ღირებულია, რაც კი ოდესმე შექმნილა.

სასიხარულო ამბავი „სქელი ჯიბეების“ მქონე სამკაულების მოყვარულთათვის არის ის, რომ ეს ყელსაბამი ხელმისაწვდომია გასაყიდად - განსხვავებით „ტიფანის“ ცნობილი 128,54 კარატიანი "ტიფანი ბრილიანტისგან, ყელსაბამი გაყიდვაში ჩაშვებულია და მისი ღირებულება ექსპერტების შეფასებით, 20-დან 30 მილიონ დოლარამდე იქნება,

Tiffany - ის ბრილიანტის სამკაულები ცნობილია იმით, რომ ათწლეულების განმავლობაში ამშვენებდა სხვადასხვა ცნობილ ადამიანს, როგორებიც არიან ოდრი ჰეპბერნი, ბიონსე, და სხვ.

beyonce-tiffany-diamond-1-1637920941.jpg

oscars-tiffany-1637920970.jpg

ქრისტინე კაპანაძე