2021 წლის ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა. კერძოდ, ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა 14,9%-დან 15,6%-მდე მოიმატა. რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთს, აქ კლება ფიქსირდება, თუმცა მინიმალური. კერძოდ, სებ-ის სტატისტიკით, 2020 წლის ოქტომბერში უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 6,8%-ს, წელს ოქტომბერში კი ეს მაჩვენებელი 6,1%-მდე შემცირდა.
რაც შეეხება კონკრეტულად საბანკო პროდუქტებს, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ოქტომბერში ყველაზე მეტად იპოთეკური სესხები გაძვირდა, დანარჩენი პროდუქტები კი გაიაფდა:
როგორია შინამეურნეობებისთვის გაცემულ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი (ოქტომბრის სტატისტიკა):