ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ General Electric-მა (GE) საკუთარი ვალის ვალდებულებები 25 მლრდ დოლარად გამოისყიდა, მაშინ როცა აქამდე გაცხადებული ჰქონდა 23 მლრდ-ის აქციების ყიდვა.
თვის დასაწყისში კომპანიამ გვამცნო, რომ გეგმავს ფინანსების მიმართვას ვალის შემცირებისკენ იმ სახსრებით, რომელიც მიიღო ოპერაციების გაერთიანების შედეგად თვითმფრინავების ლიზინგ კომპანიებთან - GE Capital Aviation Services-სთან (Gecas) და ირლანდიურ AerCap Holdings NV-სთან.
GE-ს პრესრელიზში ვკითხულობთ, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე მისი ვალი 80 მლრდ-ით ნაკლები იქნება 2018 წლის დონეზე. მანამდე დაგეგმილი იყო ვალების 75 მლრდ-ით შემცირება.