თაფლის ექსპორტიორებს  შორის ერთი,  საქართველოში რეგისტრირებული რუსული კომპანიაა - ვის გააქვს ქვეყნიდან პროდუქტი

თაფლის ექსპორტიორებს შორის ერთი, საქართველოში რეგისტრირებული რუსული კომპანიაა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციიდან ჩანს, მიმდინარე წელს თაფლი ქვეყნიდან ჯამში 19-მა კომპანიამ და სამმა ინდმეწარმემ გაიტანა. კომპანიებს შორის არიან თურქეთში, ნორვეგიაში, ასევე ჩეხეთში რეგისტრირებული როგორც სააქციო, ისე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებიც.

ცნობისთვის, საქართველოდან თაფლის ექსპორტი რეკორდულად იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 10 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით, 31-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყნიდან 136.38 ტონა (492.9 ათასი აშშ დოლარი) თაფლი გავიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 4.37 ტონა (35.1 ათასი აშშ დოლარი).

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებმაც მიმდინარე წელს პროდუქტის ექსპორტი განახორციელეს:

შპს ლოტტა თრეიდ ჯორჯია - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია, რომელიც საქართველოში 2020 წელს დარეგისტრირდა რუსეთის მოქალაქე რუმან ავლარიგოვს ეკუთვნის. დირექტორიც თავადაა.

შპს "საბაჟო საბროკერო სააგენტო" - 2011 წელს დაფუძნებული კომპანიის მფლობელი და დირექტორი დავით ნიჟარაძეა.

შპს გეო ნატურალი – 2010 წელს დაფუძნდა. კომპანიის 67% გიორგი იაშვილს, 33% კი პაატა ვაწაძეს ეკუთვნის. დირექტორია გიორგი იაშვილი.

შპს გსქ კულა - კომპანია 2010 წელს დარეგისტრირდა. მისი მფლობელია ლეილა ლონდარიძე, ხოლო დირექტორი - ივანე გოგლიძე.

შპს ქართული ნაციონალური პროდუქტი - კომპანიის რეგისტრაციის თარიღი 2015 წელია. მისი მფლობელი და დირექტორი ალექსანდრე ზახაშვილია.

შპს არტს.ჯი - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია რომელიც 2015 წელს დაფუძნდა, კახაბერ კაკაბაძეს ეკუთვნის.

შპს ენკა რინიუებლზ – 2016 წელს დაფუძნებული კომპანიის 90% თურქეთში დარეგისტრირებულ სააქციო საზოგადოება Enka Insaat ve Sanayi A.S-ს ეკუთვნის, ხოლო 10% შეზღუდული პასუხისმგებლობით "ქლინ ენერჯი გრუპ ეი. ეს." (ნორვეგია). კომპანიის დირექტორები არიან: ბიორნ ბრანდტცაეგი (ნორვეგია), აგაჰ მეჰმეთ ტერა (თურქეთი), ილჰან გუცუიენერ (თურქეთი), მუჰარემ ფათიჰ გუვენ (თურქეთი).

შპს ემეფ ქომფანი - 2018 წელს დაფუძნდა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელია ფრანკ ვან ტონგერენი (ნიდერლანდები), 30%-ის - მუტო (ვან თონგერენ) მაჩი (იაპონია), ხოლო 20-ის - პრატ უილიამი (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო). დირექტორია - ფრანკ ვან ტონგერენი.

შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა-აგრო-ჩოხატაური 405048407 – 2014 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის 100%-იანი წილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "კახური ტრადიციული მეღვინეობას" ეკუთვნის. თავის მხრივ, ეს უკანასკნელი ზურაბ ჩხაიძის საკუთრებაა. კომპანიის დირექტრიც თავად არის.

შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა-აგრო-ქედა - კომპანია 2014 წელს დაფუძნდა. მისი მფლობელია ასევე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება კახური ტრადიციული მეღვინეობა (მფლობელი ზურაბ ჩხაიძე), დირექტორია ალექსანდრე დადიანი.

შპს ლაკი - 2015 წელს დაფუძნდა. კომპანიის 34% ეკუთვნის არკად კეკელიძეს, 33% - ლია მახარაძეს, 33% - ილია მანჯგალაძეს. დირექტორია ლია მახარაძე.

შპს თაფლიკაცი – 2015 წელს რეგისტრირებული კომპანია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "თაფლიკაცს" ეკუთვნის, რომლის 45%-იანი წილის მფლობელია შოთა კალანდარიშვილი, ხოლო 55% - ირაკლი მახარაძე. დირექტორია შოთა კალანდარიშვილი.

შპს ჯებულიტ - 2018 წელს დაფუძნებული კომპანიის 51% ენრიკო მოროს (იტალია), ვინჩენძო როზარიო ანდრონაკოს (იტალია), სტანისლავ ხანჯინსკის (ბულგარეთი) ეკუთვნის, ხოლო 49% - გიორგი ციხელაშვილს. კომპანიის დირექტორია - გიორგი ციხელაშვილი.

შპს ლამარია - კომპანია 2021 წელს დარეგისტრირდა. 70%-ის მესაკუთრეა მაია კიკაბიძე, 30%-ის ჩეხეთში რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება Heltiva Care. დირექტორია - მაია კიკაბიძე.

შპს მარანჩელა - კომპანია 2020 წელს დაფუძნდა. 40% ეკუთვნის ქეთევან შენგელიას, ხოლო 30-30%-იან წილებს ფლობენ ნიკოლოზ ხუციშვილი და ნანა ტურაბელიძე. დირექტორია - თეიმურაზ ლოლაძე.

შპს ავანგარდი – 2020 წელს დაფუძნდა. კომპანიის 48% ეკუთვნის - მევლოდ გოგალაძეს, 33% - გურბან ახმედოვს (ყაზახეთი), ხოლო 19% - ვალერი სოინს (რუსეთი). დირექტორია მევლოდ გოგალაძე.

შპს რუხი 2 420006843 – 2019 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის მფლობელი და დირექტორი თამარ კვარაცხელიაა.

შპს ფრუტ ლოჯისტიკა – 2019 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის 50-50%-იან წილებს ფლობენ ნინო კაპანაძე და სამანდ დავოიანი (ტაჯიკეთი). დირექტორია ნინო კაპანაძე.

შპს აპიჯეო 438733195 – 2019 წელს დაფუძნდა. 45% ეკუთვნის - შალვა იოსელიანს, 15%- ჯემალ ვაშაკიძეს, ხოლო 20-20% ბესიკ ჩაჩხიანს და ამბროსი ლეჟავას.

ნინი ქეთელაური