პრემიერი - საქართველოს ევროპის მასშტაბით უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა აქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველოს ევროპის მასშტაბით უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა აქვს. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ოქტომბერში ეკონომიკის 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

„ოქტომბრის თვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი არის დაახლოებით 7%-მდე, რაც 10 თვეში დაახლოებით, 10,5% გამოდის. ეს მართლაც უნიკალური, უპრეცედენტო ზრდა არის მთელს რეგიონში კი არა, მთელს ევროპაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ სასიხარულო ამბავს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.