Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.0852 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.0852 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.0885 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.0967 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4931 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.