ესპანეთის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის (INE) მონაცემებით, ქვეყანაში ინფლაცია 29 წლის მაქსიმალურ მაჩვენებელს მიუახლოვდა. ამის ძირითად მიზეზებად, სურსათსა და საწვავზე ფასების ზრდა სახელდება. ნოემბერში ფასების ზრდამ წლიური გადათვლით, 5.6 პროცენტი შეადგინა.
შედარებისთვის, ოქტომბერში ფასების ზრდა 5.4 პროცენტი იყო. სტატისტიკური მონაცემებით, 1992 წლის სექტემბერში ინფლაციის მაჩვენებელი 5.8 პროცენტი იყო. ინფლაცია მთელ ევრო ზონაში იზრდება, მაგრამ ის ყველაზე მაღალი ესპანეთშია.
ინფლაციის მაღალი დონის მთავარი მიზეზი, სურსათზე ფასების მკვეთრი ზრდაა. ამას მოჰყვება საწვავსა და საზეთ მასალებზე ფასების ზრდა. იმავდროულად, შემცირდა ფასები ელექტროენერგიაზე. არადა, წინა თვეებში ეს მაჩვენებლებიც იზრდებოდა.
ძირეული ინფლაცია, რომელიც სურსათსა და ენერგო მატარებლებზე ფასებს არ ითვალისწინებს და რომელსაც ცენტრალური ბანკები, მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრისას ყველაზე მეტად ითვალისწინებენ, 1.7 პროცენტამდე არის გაზრდილი და ეს 2013 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) ვარაუდობს, რომ ევროზონის ინფლაცია მაქსიმალურ მაჩვენებელს ნოემბერში მიაღწევს და მომავალ წელს, თანდათან დაიკლებს. ამის მიზეზი კი, მიწოდების სფეროში არსებული შეფერხებების დასრულება და ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის შეჩერება გახდება.