„ომიკრონ“ შტამის გამოჩენა არ გამოიწვევს მსოფლიო ეკონომიკაში ვარდნას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არსებული ვაქცინები აღმოჩნდებიან ნაკლებად ეფექტურები, ვიდრე კორონავირუსის სხვა სახეობების მიმართ არიან. აღნიშნულ მოსაზრებას გამოთქვამენ ექსპერტები, რომლებიც გავლენიანმა Financial Times-მა გამოკითხა.
გაზეთთან ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ვაქცინების შემუშავებასთან დაკავშირებული ოპტიმისტური პროგნოზი და უმეტესი ეკონომიკების მხრიდან კორონავირუსის შეზღუდვებისადმი ადაპტირების შესაძლებლობა აძლევს საბაბს, თავად აკეთონ ოპტიმისტური განცხადებები. მათი აზრით, პანდემიის ახალი ტალღა არ გამოიწვევს ინფლაციური ზრდის ტემპის შენელებას, თუმცა აიძულებს ცენტრალურ ბანკებს დროებით გადადონ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. ამავდროულად, ყველა ექსპერტი აფიქსირებს გაურკვევლობის მაღალ დონეს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად დიდი საფრთხის მატარებელია ახალი შტამი.
მათი აზრით, ყველაზე რეალისტურია მოსალოდნელი 4,6%-იანი ზრდის ნაცვლად მომავალ წელს ეკონომიკა გაიზარდოს 4,2%-ით, რა დანაკლისის კომპენსირებაც მოხდება 2023 წელს. მათი პროგნოზით, ეკონომიკას უფრო პესიმისტური სცენარი ელოდება იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინები ვერ იმშავებენ ეფექტიანად ახალი შტამის წინააღმდეგ.