აშშ, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების ფონზე, ავიამგზავრებისთვის შეზღუდვებს ამკაცრებს

შეერთებული შტატები გეგმავს, ქვეყანაში შემსვლელ ყველა ავიამგზავრს გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე ჩატარებული კოვიდ ტესტის უარყოფითი პასუხი მოსთხოვოს, - ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, არსებული შეზღუდვა შეეხება როგორც უცხო ქვეყნის, ასევე აშშ-ის მოქალაქეებს.

ამჟამად მოქმედი წესების თანახმად, ვაქცინირებულ მგზავრებს შეუძლიათ, აშშ-ში შესვლისას გამგზავრებამდე 3 დღით ადრე აღებული ტესტის პასუხი წარადგინონ.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის ადმინისტრაცია ასევე განიხილავს გახდეს თუ არა სავალდებულო კიდევ ერთი ტესტის გაკეთება ქვეყანაში ჩასვლიდან მესამე-მეხუთე დღის განმავლობაში.