ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2021 წლის ოქტომბერში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა შემცირდა, კერძოდ, 117.7 მლნ აშშ დოლარით. უფრო კონკრეტულად, მიმდინარე წლის სექტემბერში საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ ქვეყანაში 4,076 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ოქტომბერში აღნიშნული მაჩვენებელი 3.958 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა.
როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, საერთაშორისო რეზერვებზე კლების მიმართულებით, ძირითადად, სავალუტო ინტერვენციებმა, მთავრობის სავალუტო ხარჯებმა და კომერციულ ბანკებთან განხორციელებულმა სვოპ ოპერაციებმა იმოქმედა.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ბანკს ყველაზე დიდი მოცულობით საერთაშორისო რეზერვი მაისში ჰქონდა. ამ ყველაფრის მიზეზი კი სავარაუდოდ, მთავრობის მიერ აღებული საგარეო ვალია, რომელსაც ეროვნული ბანკი რეზერვის სახით ინახავს.