ილონ მასკმა ახალი პროდუქტი „კიბერ-სასტვენი“ წარადგინა

ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მისი კუთვნილი კომპანია Tesla-ს ახალი პროდუქტი - „კიბერ-სასტვენი“ წარადგინა.

„დაუსტვინე Tesla-ზე“ - დაწერა მან ტვიტერის საკუთარ მიკრობლოგში და პოსტს პროდუქციაზე ბმული მიაბა. აქვე მოჰყვა ვიოდერგოლიც ერთგვარად ირონიული შენიშნვით“ „ ნუ იყიდით საწმენდს Apple-ის გასაწმენდად, იყიდეთ ჩვენი სასტვენი“.

Tesla-ს ვებ-გვერდზე „კიბერ-სასტვენი“ აღწერილია, როგორც „პრემიალური საკოლექციო საგანი“, რომელიც დამზადებულია პოლირებული უჟანგავი ფოლადისგან. ის შესრულებულია Cybertruck კონცეპტის სტილში. რაც შეეხება ფასს - 50 დოლარი ღირს.

კოკა კვირკველია