აშშ-ში კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის პირველი შემთხვევა დადასტურდა

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის პირველი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ინფიცირებული მოქალაქე აშშ-ში სამხრეთ აფრიკიდან 22 ნოემბერს დაბრუნდა. ის სრულად ვაქცინირებული იყო.

აშშ-ის ალერგიის და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ დაინფიცირებულს მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება და თვითიზოლაციაში იმყოფება.

Reuters-ის ცნობით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ავიაკომპანიებს სამხრეთ აფრიკის რეგიონის იმ ნაწილებიდან ჩასული მგზავრების სია მოსთხოვა, სადაც „ომიკრონ“ ვარიანტია გავრცელებული.