საქართველოს ყავის იმპორტი 33,2%-ით გაუძვირდა.
კერძოდ, 2021 წლის ოქტომბერში საქართველომ ერთი ტონა ყავა 3 091 დოლარად იყიდა, მაშინ როცა წინა წლის ოქტომბერში ტონა პროდუქტის შესყიდვა ქვეყანას საშუალოდ 2 319 დოლარი დაუჯდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში იმპორტირებული იქნა 693 ტონა ყავა, ჯამში 2.142 მლნ დოლარის ღირებულების. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი ქვეყანამ 720 ტონა ყავა 1.669 მლნ დოლარად შეიძინა.
რაც შეეხება კონკრეტულად იმპორტიორ ქვეყნებს, 2021 წლის ოქტომბერში საქართველომ ყავა 14 ქვეყანაში იყიდა, საიდანაც თითქმის ნახევარი, 49.7% ინდონეზიაზე მოდის.
top-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ 2021 წლის ოქტომბერში ყავა იყიდა:
რაც შეეხება 10 თვის მაჩვენებელს, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში სულ შემოვიდა 5 101 ტონა ყავა, ჯამში 14.863 მლნ დოლარის ღირებულების.