ამერიკული სტარტაპი - ცივი ყავა ყავის მარცვლების გარეშე

სტარტაპი Atomo, რომელიც 2019 წელს შეიქმნა, ცივ ყავას ყავის მარცვლების გარეშე ამზადებს. CNN-ის ცნობით, ყავის დასამზადებლად სტარტაპი ფინიკის თესლს, ვარდკაჭაჭას ფესვსა და ყურძნის კანის კომბინაციას იყენებს, რასაც, ტრადიციული ყავის გემოსთან მიბაძვის მიზნით, კოფეინს უმატებენ.

Atomo-ს აღმასრულებელი დირექტორი, ენდი კლეიჩი აცხადებს, რომ ამ ინგრედიენტების უმეტესობა გადამუშავებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კომპანია არ გამოიყენებდა, მათ, უბრალოდ, გადაყრიდნენ.

„მაგალითად, ფინიკის თესლები მიმოფანტულია მინდორში და ჩვენ მათ მეორე სიცოცხლეს ვაძლევთ,“ - აცხადებს ენდი კლეიტჩი.

მისი თქმით, Atomo-ს პროდუქტი, ჩვეულებრივ ცივ ყავასთან შედარებით, 94%-ით ნაკლებ წყალს მოიხმარს და წარმოების დროს 93%-ით ნაკლებ ნახშირბადს გამოყოფს. ენდი კლეიტჩი ამბობს, რომ Atomo ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა. სიეტლში დაფუძნებულ ქარხანას დღეში 1000 პორციის გამოშვება შეუძლია. საბოლოოდ, სტარტაპს სურს, პროდუქციის უფრო ფართო ასორტიმენტი, მათ შორის ხსნადი და ნალექიანი ყავა წარმოადგინოს, ხოლო საცალო ვაჭრობაში გაყიდვას მომავალ წელს გეგმავს.

კომპანიამ სექტემბერში ცივი ყავის ქილები მომხმარებლებს შეზღუდული რაოდენობით შესთავაზა.

„როცა პროდუქტი პირველად გამოვუშვით, გულწრფელად ვფიქრობდით, რომ ყავის ნამდვილი მცოდნეები შეგვიძულებდნენ, მაგრამ პირიქით მოხდა," - აცხადებს კლეიტჩი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ