გერმანიიდან და შვედეთიდან საქართველოს 60-მდე მოქალაქის დეპორტაცია მოხდა.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები გერმანიასა და შვედეთში არალეგალურად ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ, აღნიშნულიდან გამომდინარე, მათი დეპორტაცია მოხდა.
როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრონტექსის“ დამკვირვებელი ირმა ცირამუა აცხადებს, წელს ეს უკვე 30-ე დეპორტაციაა, რომელიც განხორციელდა საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში.
„გერმანიიდან და შვედეთიდან განხორციელდა დეპორტაცია. საქართველოს 60-მდე მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში. როგორც თავად აღნიშნავენ, თავშესაფრის მიზეზად ისინი ასახელებენ ეკონომიკურ სიდუხჭირეს და ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამ წელს შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო 30-ე დეპორტაცია“, - განაცხადა ირმა ცირამუამ.