აქსის თაუერსის სავაჭრო ცენტრი 10 იანვრამდე საშობაო მარკეტს უმასპინძლებს. აქ საზეიმო განწყობასთან ერთად მომხმარებელს მრავალი სიურპრიზი დახვდება, საახალწლო საჩუქრების შერჩევა კი მარკეტზე წარმოდგენილ ბრენდებთან შეეძლება:
- COINCASA - სახლის დეკორი
- EBRA - ხელნაკეთი კერამიკული ნამუშევრები
- HITO-ს - ჰაორი/კიმონოები
- KASHKASH - სახისა და სხეულის მოვლის საშუალებები
- ZEG - ელექტრო ქიქ-სკუტერები
- Vere Gallery - სპეციალურად შერჩეული ქართველი მხატვრების ნამუშევრები
თანამედროვე თბილისის ლენდმარკის სავაჭრო ცენტრში ვიზიტორებს აგროჰაბი და სხვადასხვა გამორჩეული ბრენდების მაღაზიებიც ელის.