1 დღეში ლარი 3 პუნქტით გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან მიმართებაში კიდევ დაეცა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ხვალიდან, 23 იანვრიდან 1 დოლარის შეძენა 1,9847 ლარად იქნება შესაძლებელი.

ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 1.9539-ს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ერთ დღეში 0.0308 ლარი შეადგინა.