რომის ცენტრში Villa Ludovisi 533 მლნ დოლარად იყიდება

Bloomberg-ის ცნობით, რომის ცენტრში მდებარე ვილა, რომელიც კარავაჯოს მიერ მოხატული ერთადერთი ჭერით არის ცნობილი, სასამართლოს ბრძანებით 533 მლნ დოლარად აუქციონზე გაიყიდება.

Aurora Casino, რომელიც, ასევე ცნობილია, როგორც Villa Ludovisi, 1570 წელს აშენდა და 1600-იანი წლების დასაწყისიდან ლუდოვიზის ოჯახს ეკუთვნის.

სახლი ბოლო მობინადრეებმა, ტეხასელმა პრინცესამ და მისმა გარდაცვლილმა ქმარმა აღადგინეს, რომელიც რომის ერთ-ერთი არისტოკრატული ოჯახის წევრი იყო.

2018 წელს, პრინც ნიკოლო ბონკომპანი ლუდოვიზის გარდაცვალების შემდეგ, ვილა მემკვიდრეობითი კამათის საგანი გახდა. მასზე პრინცის პირველი ქორწინებისა და მისი მესამე ცოლის, რიტა ჯენრეტე ბონკომპანი ლუდოვიზის შვილები ერთმანეთში დაობდნენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ