ძველი და ძვირფასი საახალწლო საჩუქრები, რომელთა ფასებიც წლიდან - წლამდე იზრდება

ჯერ კიდევ არ შეგირჩევიათ, რა აჩუქოთ თქვენთვის ძვირფას ადამიანს, მაშინ ამ სიის დათვალიერება ღირს. წამოგიდგენთ 90-იანი წლების ყველაზე დასამახსოვრებელ და საკულტო ნივთებს, რომლებიც ინტერნეტში ახლაც საკმაოდ ძვირი ღირს. თუმცა გარანტირებულად გეცოდინებათ, რომ ნივთის ფასი ყოველ წელს გაიზრდება და ამასთანავე, თქვენს მიერ შერჩეული საჩუქარი იქნება დასამახსოვრებელი და უნიკალური.

ვინ იტყვის უარს ერთგვარ სასიამოვნო ინვესტიციაზე?

1-1638529218.jpg

Teenage Mutant Ninja Turtles Slam Dunkin 'Don: 110 დოლარი

იშვიათი თინეიჯერი კუ ნინძას ფიგურები დღეს ნამდვილ იშვიათობას წარმოადგენს. კოლექციონერები მას სიამოვნებით ყიდულობენ. ფოტოზე გამოსახული Slam Dunkin 'Don ინტერნეტში და სხვადასხვა აუქციონებზე შეგიძლიათ 110 დოლარად შეიძინოთ.

2-1638529244.jpg

Rainbow Brite Kitty: 132 დოლარი

Rainbow Bright –ის მასიური წარმოება 1983 წელს დაიწყო და ნამდვილ ჰიტად იქცა. იშვიათი ეგზემპლარები, როგორიცაა პლუშის სათამაშო Kitty, შეიძლება სოლიდური თანხად გაიყიდოს. ახლახან eBay-ზე მეორადი მოდელი 132 დოლარად გაიყიდა.

3-1638529264.jpg

Tamagotchi Ocean: 300 დოლარამდე

1990-იან და 2000-იან წლებში გაზრდილ ბავშვებს Tamagotchi აუცილებლად ემახსოვრებათ. ეს არის საყვარელი ციფრული სათამაშო შინაური ცხოველით, რომელიც მუდმივ ყურადღებას, მათ შორის, კვებას და შემდგომ მოვლას საჭიროებდა.

2017 წელს თითქმის ყველა მოდელი იყო გაყიდული. დღეს მისი ყიდვა იაფადაც შეგიძლიათ, თუმცა ზოგიერთი იშვიათი მოდელი სოლიდურ თანხად იყიდება. მაგალითად, Tamagotchi Ocean 300 დოლარამდე ღირს.

4-1638529288.jpg

Polaroid SX-70: 315 დოლარი

1970-იან წლებში აპარატი, რომელიც ფოტოებს მყისიერად ბეჭდავდა, ძალიან პოპულარული იყო. ერთი პერიოდი Polaroid საკმაოდ ხელმისაწვდომი იყო, თუმცა ერთ-ერთმა მოდელმა გამორჩეულად დაიმკვიდრა ადგილი. 1972 წელს გამოშვებული SX-70 Polaroid კამერა ცოტა ხნის წინ eBay-ზე 315 დოლარად გაიყიდა.

5-1638529309.jpg

Sega Genesis 1: 940 დოლარი

1990-იან წლებში Sega Genesis-ის კონსოლის, რომელიც ევროპაში ცნობილია როგორც Sega Mega Drive, 30 მილიონზე მეტი ერთეული გაიყიდა. თუმცა, ორიგინალი Sega Genesis 1-ის გამოუყენებელი მოდელი eBay-ზე შეიძლება 940 დოლარამდე ღირდეს.

6-1638529328.jpg

Vintage Furby: 1000 დოლარამდე

Furby სათამაშოები 1990-იანი წლების ბოლოს ნამდვილი სიგიჟე იყო. მიუხედავად იმისა, რომ გვიანდელ ვერსიებს მცირე ღირებულება აქვთ, თავდაპირველად გამოშვებულ მოდელებზე ამას ვერ ვიტყვით.

შეზღუდული გამოცემა Kid Cuisine Furby-ს უზარმაზარი თანხების გამომუშავება შეუძლია. ერთი ეგზემპლარი ცოტა ხნის წინ eBay-ზე 1000 დოლარად გაიყიდა.

7-1638529350.jpg

Commodore 64: 1000 დოლარი

Commodore 64, რომელიც 1982 წელს გამოვიდა, ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი კომპიუტერია. 1980-იან წლებში მას ხშირად დებდნენ საახალწლო ნაძვის ხის ქვეშ, რადგან ყველა მოზარდის და ბავშვის უცვლელი სურვილი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ბევრი რეპროდუქციაა, ყუთიანი მოდელები eBay-ზე და მსგავს აუქციონის საიტებზე 1000 დოლარამდე ღირს.

8-1638529368.jpg

Mario Kart 64 თამაში Nintendo-სთვის: 2175 დოლარამდე

Mario Kart 64 Nintend, რომელიც 1997 წელს ბევრი მოთამაშეების საშობაო სიის სათავეში მოხვდა, ნამდვილი კლასიკაა. კოლექციონერებმა ბოლო თვეებში თამაშის ქარხნულ ვერსიაში eBay-ზე 2175 დოლარამდე გადაიხადეს, თუმცა მეორადებიც საკმაოდ კარგად იყიდება.

9-1638529385.jpg

ორიგინალი Nintendo Game Boy: 5400 დოლარამდე

Game Boy-ის კონსოლი 1989 წელს გამოვიდა და პოპულარული სწრაფად გახდა. მხოლოდ შეერთებულ შტატებში რამდენიმე კვირაში ერთი მილიონი ერთეული გაყიდა.

ახალ ორიგინალ Factory-sealed Game Boy-ში შეგიძლიათ 1,800 დოლარამდე მიიღოთ. ხოლო გამჭვირვალე ან ფერადი კონსოლები eBay-ზე 5,400 დოლარად გაიყიდა.

(წყარო - lovemoney.com)

თეონა რამაზაშვილი