8 ძვირად ღირებული სასტუმრო, რომელსაც ცნობილი ვარსკვლავები ფლობენ

ბოლო წლების განმავლობაში, ზოგიერთმა ცნობილმა ადამიანმა ინვესტიცია სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში მოახდინა. ისინი სასტუმროებს, კურორტებს და ზოგჯერ მთლიან სოფლებს ან კუნძულებს ყიდულობენ, რათა მათთვის საოცნებო ადგილი შექმნან.

საკუთარი კომფორტის გარდა, ვარსკვლავები სხვის სასიამოვნო დასვენებაზეც ფიქრობენ.

წარმოგიდგენთ ვარსკვლავებს, რომლებიც ძვირად ღირებულ სასტუმროებს ფლობენ.

2-1638529824.jpg

კრიშტიანუ რონალდუ - Pestana CR7, პორტუგალია

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე შემოსავლიანმა ფეხბურთელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, მისი მოგების ნაწილი Pestana სასტუმრო ჯგუფთან პარტნიორობისთვის გამოიყენა და Pestana C7 შეიძინა.

სასტუმრო მდებარეობს პომბალინას ისტორიულ ბაიქას რაიონში. რონალდუ ასევე ფლობს სასტუმროს Times Square-ის ცეტრში.

3-1638529842.jpg

ტონი რობინსი - Namale Resort And Spa, ფიჯი

სამოტივაციო სპიკერმა და მწერალმა ტონი რობინსმა თქვა, რომ მისი ცხოვრება ფიჯიში მოგზაურობის შემდეგ შეიცვალა. სწორედ ამიტომ მისი ბიზნესი ამ ულამაზეს ადგილს დაუკავშირა. მდიდრული კურორტი დამსვეებლებს დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს.

კომპლექტში შედის 19 მდიდრული ვილა, ორი ოკეანისპირა რესტორანი და სპა. Luxury Launches-ის თანახმად, ხუთვარსკვლავიანი კურორტი გთავაზობთ უსასრულო აუზებს, ცხენოსნობის კურსებს, იოგას კურსებს და წყვილების მასაჟებს.

4-1638529870.jpg

ჰიუ ჯეკმანი - Gwinganna Health Retreat, ავსტრალია

ჯეკმანი თავდაპირველად ავსტრალიის ოქროს სანაპიროზე მდებარე კურორტზე Wolverine-ში მონაწილეობის დროს, მისი როლისთვის მოსამზადებლად გაემგზავრა, იგი რამდენიმე კვირით დარჩენას აპირებდა, მაგრამ იმდენად მოიხიბლა, რომ Gwingann Retreat-ში ორი თვე გაატარა.

ველნეს ცენტრი გთავაზობთ სპა მკურნალობას, თერაპიებს და უამრავ სხვა სასარგებლო აქტივობას. ჯეკმანმა გადაწყვიტა ამ სასტუმროში ინვესტიცია მოეხდინა და დღეს იგი თანამფლობელია.

5-1638529891.jpg

ენდი მიურეი - The Cromlix Hotel, შოტლანდია

ოლიმპიური ჩემპიონი და ჩოგბურთის ვარსკვლავი შოტლანდიაში მე-19 საუკუნის ვიქტორიანული მამულის მფლობელია. პერტშირის სასახლე სასტუმროდ 1980-იანი წლების ბოლოს გადაკეთდა, მაგრამ პოპულარული მოგვიანებით გახდა. CNN-ის ცნობით, 2014 წელს რემონტის შემდეგ Cromlix ხელახლა გაიხსნა, როგორც ხუთვარსკვლავიანი, 15 საძინებლიანი სასტუმრო. ვიზიტორები დასვენების დროს მეფისთვის შესაფერისი ცხოვრების წესით ცხოვრობენ.

6-1638529921.jpg

რობერტ დენირო - Nobu Hotels, ლას-ვეგასი

მაღალი კლასის მსახიობმა შეფ-მზარეულ ნობუ მაცუჰისასთან ერთად მსოფლიოს 50-ზე მეტ ადგილას, მათ შორის ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, ლონდონში, დუბაიში და ჰონგ კონგში, მაღალი კლასის რესტორნების ქსელი შექმნა. დე ნიროს შემოსავლის დიდი წილი სასტუმროების ბიზნესზე მოდის.

7-1638529947.jpg

ოლივია ნიუტონ-ჯონ - Gaia Retreat & Spa, ავსტრალია

თავის ავსტრალიელ თანატოლ ჯეკმანთან ერთად, მსახიობმა ნიუთაუნ-ჯონმა საოცარი სილამაზის მქონე ადგილი ბაირონის ყურეში იპოვა. როგორც Traveler წერს, კურორტი განთავსებულია 25 ჰექტარზე და გთავაზობთ დღის და ღამის სპა პაკეტებს. მან და თანადამფუძნებლებმა შეიმუშავეს სპეციალური პროექტი, რომელიც ვიზიტორებს განსაკუთრებულ დასვენებასა და გაახალგაზრდავებას სთავაზობს.

8-1638529968.jpg

ფრენსის ფორდ კოპოლა - Blancaneaux Lodge, ბელიზი

ცნობილი კინორეჟისორი ფრენსის ფორდ კოპოლა ბელიზს 1980-იანი წლების დასაწყისში ეწვია. მისი პირველი გამოცდილება იმდენად დასამახსოვრებელი იყო, რომ კოპოლამ გადაწყვიტა პიინ რიჯის ტყეში 107 ჰექტარზე არსებული მიტოვებული სახლი ეყიდა, სადაც მისი ოჯახი რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა.1993 წელს კოპოლამ გახსნა სასტუმრო, სადაც დამსვეებლებს ჯუნგლების ჩარდახები, ჩანჩქერები და მთები ელოდებათ.

9-1638529985.jpg

ლეონარდო დიკაპრიო - Blackadore Caye, ბელიზი

ულამაზესი ბელიზის კიდევ ერთი კურორტი მსახიობ დიკაპრიოს ეკუთვნის. მან 104 ჰექტარი დაუსახლებელი მიწა იყიდა, რათა კუნძულის ეკოლოგიურად სუფთა რესურსები აღედგინა. წარსულში ტყის განადგურება და სანაპირო ზოლის ეროზია პრობლემა იყო, ამიტომ მან გადაწყვიტა შეექმნა პროექტი, რომელიც კუნძულს აღადგენდა.

კურორტი საზოგადოებისთვის 2018 წელს გაიხსნა. ბელიზიდან კუნძულზე ნავით მისვლა 45 წუთშია შესაძლებელი და დიკაპრიომ მას "სამოთხე დედამიწაზე" უწოდა. მთელი კურორტი არის იზოლირებული და 36 ვილით და ამდენივე სანაპირო ბუნგალოებით იწონებს თავს.

(წყარო - therichest.com)

თეონა რამაზაშვილი