მხატვრული გაყალბება ისეთივე ძველია, როგორც თავად ხელოვნება. მსოფლიოს ზოგიერთმა უდიდესმა მხატვარმა, როგორიცაა და ვინჩი და პიკასო, ყველასთვის საოცნებო ხელოვნების ნიმუშები შექმნეს, რაშიც სუპერმდიდრები მილიონებს, ასევე მილიარდებსაც გადაიხდიან. რადგან თითო ეგზემპლარი ძნელად არის ხელმისაწვდომი, მსოფლიოში ახალი მომგებიანი ბიზნესი - ნამუშევრების გაყალბება, ანუ პატენტები გამოჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ ნამუშევრების გაყალბება შეიძლება მომგებიანი იყოს, თანამედროვე მეთოდებმა მისი იდენტიფიცირება ბევრად გაადვილა.
წარმოგიდგენთ 3 ყველაზე ძვირად ღირებულ ხელოვნების ნიმუშს, რომლებიც ყალბია, თუმცა მილიონები ღირს:
ჰან ვან მეგერენის სერობა ემაუსში
1940-იან წლებში ჰოლანდიელმა მხატვარმა ჰან ვან მეგერენმა ხელოვნების სამყარო მეოცე საუკუნის უდიდეს ხელოვნების სკანდალში გახვია. უიღბლო მხატვარმა თავისი უნარების გამოსაჩენად გენიალური გეგმა მოიფიქრა.
ბერლინში მოგზაურობის შემდეგ ვან მეეგერენმა დახატა სერობა ემაუსში, რომელშიც ულტრამარინი და ყვითელი ფერები დომინირებენ, რაც ვერმეერის მხატვრობის სტილს მკვეთრად ასახავს, თუმცაღა ნიმუშად კარავაჯოს სერობა ემაუსში გამოიყენა. ნახატის დამთავრების შემდეგ მან ნამუშევარი თავის მეგობარს მისცა და უთხრა, რომ ნახატი ვერმეერისა იყო, ასევე სთხოვა ტილო პროფესორ აბრაამ ბრედიუსისთვის ეჩვენებინა.
ბრედიუსმა ნახატი 1937 წლის სექტემბერში შეამოწმა და თავდაპირველი ეჭვის მიუხედავად მან იგი ვერმეერის ნახატად მიიჩნია.
ვან მეერგერენმა მაინც მოახერხა თავისი მომხმარებლების მოტყუება 30 მილიონ დოლარზე მეტით, სანამ მისი თაღლითობა გამოვლინდებოდა.
პიკასოს La Femme Au Chapeau Bleu
Art Market Monitor-ის თანახმად, ხელოვნების დილერმა, სახელად ტატიანა ხანმა, ლოს-ანჯელესიდან პიკასოს ნახატის შეძენის მსურველი მალე იშოვა. ხანის თქმით ნახატი, ცნობილი როგორც La Femme Au Chapeau Bleu კოლექციონერმა 2 მილიონ დოლარად შეიძინა. ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ის პიკასოს ორიგინალი ტილო იყო.
რამდენიმე წლის შემდეგ გაირკვა, რომ ნახატი ყალბი იყო. მფლობელმა როგორც კი ეს გაიგო, საჩივარი შეიტანა. როგორც აღმოჩდა, 1901 წლის ნახატის გასაყალბებლად, სპეციალურად დაიქირავეს მხატვარი.
მოგვიაებით ტატიანა ხანმა აღიარა, რომ ტილოს გაყალბება მხატვარ მარია აპელო კრუზს სთხოვა, რადგა ნამდვილი პიკასო ქურდმა მოიპარა.
ხანმა კრუზს 1000 დოლარი გადაუხადა.
ლეონარდო და ვინჩის Salvator Mundi
2017 წელს, ნიუ-იორკში ხელოვნების აუქციონზე, მილიარდერთა ჯგუფმა ლეონარდ და ვინჩის 500 წლის წინანდელი ნახატის Salvator Mundi -ის ფასი დაასახელა. გამარჯვებულმა ნახატში 450 მილიონი დოლარი გადაიხადა, რაც ამ ნახატს მსოფლიოში ყველაზე ძვირად აქცევს.
მოგვიანებით New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მყიდველი საუდის არაბეთის გვირგვინის პრინცი, მუჰამედ ბინ სალმანი იყო. მაგრამ ქრისტეს ძვირფასი ნახატი ახლა მცირე პრობლემის წინაშე დგას, ის შეიძლება არ იყოს რეალური.
ცნობილმა ესპანურმა ხელოვნების მუზეუმმა Prado-მ ნახატის შეფასებისას გააცხადა, რომ ის შესაძლოა, და ვიჩის მიერ შესრულებული არ იყოს და მხოლოდ მიკუთვნებულია. ეს განცხადება მოგვიანებით პარიზის ლუვრის კურატორებმა გაიმეორეს.
ლუვრმა პირადად გადაწყვიტა ნახატის შეფასება და დადო დასკვნა, რომ ეს იყო სტუდენტის ნამუშევარი და თავად ოსტატმა მხოლოდ რამდენიმე ცვლილება შეიტანა.
ეს აღმოჩენა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ნახატის ფასზე. ექსპერტების შეფასებით, თუ ის აუქციონზე გაიყიდება, ფასი დაახლოებით 1,5 მილიონ დოლარს მიაღწევს.
(წყარო - Therichest.com)