კომპანია Tesla Inc.-ის ხელმძღვანელი ილონ მასკი განაგრძობს საკუთარი წილის შემცირების პროცესს საკუთარ კომპანიაში. მან ამჯერად კიდევ 1 მლრდ დოლარის ღირებულების აქცია გაყიდა. სულ კი ნოემბრის დასაწყისიდან ამ დრომდე გაყიდული აქვს 11 მლრდ დოლარის ღირებულების აქცია.
ამერიკის ფასიანი ქაღალდების კომისიის SEC-ი ინფორმაციით, ბოლოს მასკმა 934 ათასი ცალი აქცია გაყიდა 1058-დან 1112 დოლარამდე ფასად.
შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს ილონ მასკმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გამოკითხვა ჩაატარა, გაეყიდა თუ არა აქციების 10%, რომელსაც ფლობს Tesla-ში, რაზეც უმრავლესობამ ურჩია, რომ გაეყიდა, აქციების გაყიდვის მომხრე იყო გამოკითხვაში მონაწილეთა 58% და სულ მასში 3,5 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
გამოკითხვამდე მასკის კუთვნილებაში იყო Tesla-ს აქციების 17% და მისი ღირებულება შეფასებული იყო 200 მლრდ დოლარად, ხოლო მისი 10%-იანი პაკეტი 21 მლრდ დოლარად. შედეგად კი იმისათვის, რომ 10%-იანი პაკეტი გაყიდოს, მასკს სჭირდება კიდევ დამატებით 6,9 მლნ ქაღალდის გაყიდვა.
8 ნოემბრიდან მოყოლებული Tesla-ს აქციების ფასი 11%-ით, მასკის მიერ ბოლო გაყიდვის დღეს კი 1%-ით გაუფასურდა.