თურქეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება თურქული პროდუქციის საექსპორტო ბრენდი შეცვალოს, რათა გაზარდოს მისი ცნობადობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. შესაბამის გადაწყვეტილებას თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მოაწერა ხელი და ის უკვე გამოქვეყნდა სამთავრობო მაცნეში Resmi Gazete.
ამიერიდან Made in Turkey-ს ნაცვლად თურქეთში წარმოებულ საექსპორტო პროდუქციაზე გაჩნდება მინაწერი Made in Türkiye.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ სწორედ თურქეთის თურქული დასახელბა „აღწერს ყველაზე უკეთ ქვეყნის კულტურას და მის ღირებულებებს“. მასში ხაზგასმულია, რომ ქვეყნის ბრენდის შეცვლა არის მორიგი კომპელქსური ნაბიჯი, რომელიც ხაზს უსვამს ამ ქვეყნის მდიდარ კულტურას, მემკვიდრეობას და მოწოდებულია დაამტკიცოს სამამულო წარმოების პროდუქციის მაღალი ხარისხი და სანდოობა.
გარდა ამისა, 4 დეკემბრიდან ყველა ოფიციალურ დოკუმენტში ნაცვლად სიტყვებისა Turkey, Turkei, Turquie გამოიყენება ერთიანი სახელი - Türkiye.