სახელმწიფო საგარეო ვალი წლიურად 1,005 მლრდ დოლარით გაიზარდა

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 1,005 მლრდ დოლარით, წინა თვესთან შედარებით კი, საგარეო ვალის მოცულობა 21,986 მლნ დოლარით გაიზარდა.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 7.997 მლრდ დოლარს, დღევანდელი კურსით 25.273 მლრდ ლარს გადააჭარბა. 2020 წლის ოქტომბრის მდგომარეობით კი, ვალის მოცულობა 6.991 მლრდ დოლარი ანუ მაშინდელი კურსით 22.602 მლრდ ლარი იყო.

რაც შეეხება მიმდინარე წლის სექტემბრის მონაცემებს, საგარეო ვალი 7.975 მლრდ დოლარს ანუ მაშინდელი კურსით 24.906 მლრდ ლარს შეადგენდა.

საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 848.802 მლნ დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი - 1,195 მლრდ დოლარს, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - 1,739 მლრდ დოლარს აჭარბებს.

თაია არდოტელი