Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.0950 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1060 კურსით დაიწყო.
ეროვნული ბანკის მიერ 3 დეკემბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1210 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.5302 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.