ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მიუხედავად პანდემიისა, ეკონომიკის აღდგენის პროცესი საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მიუხედავად პანდემიისა, ეკონომიკის აღდგენის პროცესი საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს.

ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

„იმისთვის, რომ კერძო სექტორი ეკონომიკურ ზრდაში იყოს წარმმართველი, საქართველოს მთავრობის მიერ ეს გაცხადებული და ასახულია მიმდინარე წლის ბიუჯეტში. ის, რომ ყოველ წარდგენაზე საბიუჯეტო დეფიციტს ამცირებს მთავრობა, ეს სწორედ ის მესიჯია, რომელიც ინვესტორებამდე უნდა მივიდეს, რომ საბიუჯეტო დეფიციტი მაქსიმალურად მცირდება. მაქსიმალურ ყურადღებას აქცევს ქვეყანა მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, რაც, საბოლოო ჯამში, მთავარი მესიჯია იმ მიმართულებით, რომ წარმმართველი რგოლი ეკონომიკურ ზრდაში სწორედ უნდა ჰქონდეს კერძო სექტორს. ბუნებრივია, გამოწვევები არის და გამოწვევების გარეშე დღეს არცერთი ქვეყანა არაა, პანდემიის გათვალისწინებით. ჩვენ ვხედავთ პანდემიასთან მიმართებით ძალიან სწრაფად ცვალებად გარემოს, ახალ შტამებს, დაკვირვებას ამ შტამებზე. ამ მიმართულებით ჩვენ პროგნოზირებადობა შემცირებული გვაქვს. თუმცა, თუ გადავხედავთ მიმდინარე საქმიანობას და სამომავლო პროგნოზებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღდგენის პროცესი საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში, მსოფლიოში პანდემიური მდგომარეობა არ არის დასრულებული და იმის პერსპექტივაც, რომ აუცილებლად მომავალ წელს დასრულდება, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ალბათ ნაკლებადაა,“ - განაცხადა ხუციშვილმა.