EPDK - სექტემბერში საქართველოში თურქული საავიაციო საწვავის იმპორტი 7-ჯერ გაიზარდა

თურქეთმა მიმდინარე წლის სექტემბერში საავიაციო საწვავის ექსპორტი საქართველოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7-ჯერ გაზარდა. სექტემბრის ექსპორტმა 47 693 ტონა შეადგინა მაშინ, როცა 2020 წლის ანალოგიურ თვეში თურქეთიდან ექსპორტირებული საავიაციო საწვავის მოცულობა 6 310 ტონა იყო.

ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკული ბაზრის მარეგულირებელი სამმართველოს (EPDK) ანგარიშში წერია, რასაც აზერბაიჯანული პორტალი Trend-ი ავრცელებს.

თუმცა აგვისტოსთან შედარებით, სექტემბერის ექსპორტის მაჩვენებელი 216.8%-ით არის შემცირებული. აგვისტოში თურქეთმა საქართველოში 151 097 ტონა საავიაციო საწვავი შემოიტანა.

ზოგადად, თურქეთმა 2021 წლის იანვარ-სექტემბერში საავიაციო საწვავის ექსპორტი საქართველოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18-ჯერ შეამცირა. თუ გასულ წელს საქართველოში 82,9 მლნ ტონა საწვავის ექსპორტი განხორციელდა, მიმდინარე წლის ამ პერიოდში სულ 4,6 მლნ ტონა შემოიტანეს.

თურქული საავიაციო საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის ექსპორტი საქართველოში მიმიდინარე წლის თებერვალში განხორციელდა და 4,3 მლნ ტონა შეადგინა, რაც წინა თვის 7 136 ტონასთან შედარებით, დაახლოებით, 600-ჯერ მეტია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ